“როცა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ბავშვები ამოიყვანეს… არაფერი არ მაინტერესებს გარდა იმისა, რომ უსასტიკესად დაისაჯოს ამის გამკეთებელი“

ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ დამნაშავები პირები უსასტიკესად დაისაჯონ.

„გუშინ, ტრაგედიის პირველ საათებში, როცა ნანგრევებში ბავშვებს ვეძებდით, არაფერი მაინტერესებდა ამის გარდა: მაშველებს ამოეყვანათ ბავშვები. ყველა სხვა საკითხზე საუბარი უდროო იყო. არაეთიკური. მძიმე.

დღეს როცა პოლიეთილენის პარკებში გახვეული ბავშვები ამოიყვანეს და ნიშანწყალიც არაა, რომ ნანგრევებს მიღმა სიცოცხლე შეიძლება იყოს, არაფერი არ მაინტერესებს გარდა იმისა, რომ უსასტიკესად დაისაჯოს ამის გამკეთებელი ცხოველი და უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც წლების განმავლობაში ამ სიველურეს აფარებენ ხელს, მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტით. ახლა ამ კითხვების არდასმაა ზუსტადაც არაეთუკური.

კიდევ რამდენი ბავშვია ნაღმზე? კიდევ რამდენი ბავშვია ბეწვზე? კიდევ რამდენი ბავშვი ცხოვრობს 5-სართულიან კორპუსში, რომელსაც 7 სართული დააშენეს თავზე?

კიდევ რამდენი ბავშვის სიცოცხლეს აიტანს ნაცნობობით გამონგრეული კედლები? გარდაცვლილები კი არა, ცოცხლად დარჩენილებიც გამოსაგლოვი გვყავს ისეთი ხდება ქვეყანაში. ადამიანმა ისე გამოაცალა საძირკველი ამხელა კორპუსს, არ აღმოჩნდა არავინ, ვინც განგაშს ატეხდა. პატრონი არ გვყავს. საცოდავი ბავშვები.

ბავშვები, რომელიც ნანგრევებისთვის და პოლიეთილენის პარკებისთვის გაწირეს.

ალბათ, ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი, როგორც გამოიყურება ახლა ჩვენი ტელევიზორის ეკრანები”,- წერს ვიკა ბუკია.

ასევე იხილეთ