“არ მოცილებია ადგილს, სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა….”

ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი სოციალურ ქსელში იმ კაცის შესახებ წერს, რომელსაც 12 წლის შვილი და მეუღლე ტრაგიკულად გარდაეცვალა. ბათუმში, ბინის ჩამონგრევის მომენტში, მისი მცირეწლოვანი ბავშვი ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდა.

„კაცი, რომელიც მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულზე 12 წლის ონლაინ გაკვეთილზე მყოფი შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა.

ლოდინისას, ინტერვიუზე უარი მითხრა, თუმცა პირად საუბარში თქვა, რომ 1 წუთიც არ უძინია, არ მოცილებია ადგილს, სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა….

ეს წუთებია 2 ცხედარი ამოიყვანეს, ტირის, რომ ოჯახი აღარ ჰყავს“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ