“ეს იმ დათა შომახიამ დახატა, ვინც გუშინ ზუსტად ასე ჩაჰკიდა ხელი დედას და სამუდამო გზას გაუყვა“

მაია ვარშანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეს იმ დათა შომახიამ დახატა, ვინც გუშინ ზუსტად ასე ჩაჰკიდა ხელი დედას და სამუდამო გზას გაუყვა. მაია ამაყობდა თავისი შვილებით და საამაყოც ჰქონდა. მე მაიათი ვამაყობდი, მისი თავდადებული დედობის გამო. რადიოს სარკმლიდან ყველაზე კარგად ჩანდა, წვიმაში, ქარში, თოვლში თუ როგორ მიჰყავდა ხელჩაკიდებულს და ზურგჩანთებმოკიდებულ დედას სკოლაში, ან პირიქით სახლში შვილები. მაია დათას გაყვა. ნიკოლოზი მამას დაუტოვა. ნიკო ისეთი კაცი უნდა დადგეს,მაია რომ ოცნებობდა. მანამდე გზაა გასავლელი. ნიკოლოზი ახლა საკუთარ თავში ძალას ეძებს, ფეხზე რომ იდგეს. ვერაფრით გაუგია რით დაიმსახურა სილა, რომელიც ცხოვრებამ ასე მტკივნეულად 14 წლისას გააწნა. მთელი ამ ტრაგედიის ახსნას ვცდილობ და უბრალოდ არ გამომდის🥺

ასევე იხილეთ