“ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება, რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი”

მომღერალი თემო საჯაია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ფეისბუქზე ეხმიანება.

ბათუმი💔
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს…
პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ყურება, რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი, როდესაც 2009 წლის 25 აპრილის ღამით “ვარსკვლავების აკადემია”-ის შენობა დაინგრა და სასაწაულებრივად გადავრჩით მონაწილეები, მაგრამ ორი მემონტაჟე გარდაიცვალა.
მაშინ არანაირი გაშუქება და რეაგირება არ მოყოლია ამ ფაქტს, მიზეზი მარტივი იყო, მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კომპანიები იყვნენ დანაშაულის “შემკვეთ-შემსრულებლები”…
იმედს ვიტოვებ, დღეს ნათელი მოეფინება ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს და ყველა დამნაშავე დაისჯება, რადგან აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები…
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს…💔“, – წერს თემო საჯაია.
ასევე იხილეთ