“თუ არ იცით, იკითხეთ, ისწავლეთ, ნუ გიტყდებათ სწავლა და ფულის და რეიტინგის გამო ნუ კლავთ ჩვენს პროფესიას”

დაანებეთ ამ ახალგაზრდა გოგოს თავი, აგინეთ და ლანძღეთ ისინი, ვინც დაამკვიდრა მიკროფონის პირში ჩათხრის პრაქტიკა ყველანაირი გარემოების მიუხედავად, – ამის შესახებ ჟურნალისტი ლევან სულაშვილი ფეისბუქზე წერს.

“მახსოვს, “იმედში” მუშაობისას ძალიან საინტერესო შიდა ტრენინგები ჩაგვიტარეს, ბევრი რამ ვისწავლეთ, თუმცა ბევრი რამ, რაზეც შენიშვნა მოგვცეს, აღმოჩნდა არა ჩვენი, არამედ პროდიუსერების, ზოგადად საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის და დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის ბრალი.

დიახ, ძალიან ცუდად მოიქცა “ტვ პირველის” ჟურნალისტი, მაგრამ ეს მისი ბრალი კი არა, სწორედ იმ დამკვიდრებული არაპროფესიონალიზმის ბრალია, რასაც ჟურნალისტიკას ეძახის ბევრი, ძალიან ბევრი უცოდინარი.
იმიტომ შემზიზღდა ჩემი სამსახური, რომ ჟურნალისტიკას აცდა, გასცდა, გადაცდა და ა.შ. დაანებეთ ამ ახალგაზრდა გოგოს თავი, აგინეთ და ლანძღეთ ისინი, ვინც დაამკვიდრა მიკროფონის პირში ჩათხრის პრაქტიკა ყველანაირი გარემოების მიუხედავად. მედიის “მამებო” და “დედებო”, იქნებ გონზე მოხვიდეთ ოდესმე და თუ ცოტა სინდისი გაქვთ, დაფიქრდეთ იმაზე, როგორ კლავთ ამ მნიშვნელოვან პროფესიას!
თუ არ იცით, იკითხეთ, ისწავლეთ, ნუ გიტყდებათ სწავლა და ფულის და რეიტინგის გამო ნუ კლავთ ჩვენს პროფესიას, რომლის არსებობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხისთვის და ქვეყნისთვის!“, – წერს ლევან სულაშვილი.
ასევე იხილეთ