“ სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები ეტრფიან ექსპრეზიდენტს, რომელმაც ამ ქვეყანაში ხალხში შიშის დასათესად და რეჟიმის გასამყარებლად, სისხლის გუბეები დააყენა”

ჟურნალისტი შორენა კოკოწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“არასდროს ვეხმიანები საჯაროდ კოლეგების განცხადებებს (არც პირად საუბრებში განვიხილავ), მაგრამ იმან , რაც ეს წუთია მოვისმინე, მაიძულა საჯაროდ მეთქვა, რომ სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები ეტრფიან ექსპრეზიდენტს, რომელმაც ამ ქვეყანაში ხალხში შიშის დასათესად და რეჟიმის გასამყარებლად, სისხლის გუბეები დააყენა. ცოლ-შვილის გაუპატიურების მუქარით აიძულა ადამიანები, რომ არა მხოლოდ პირადი ქონება დაეთმოთ, არამედ მიშას საყრდენთათვის სასურველი მანქანები თუ სახლები შეეძინათ. სასურველი ჩვენების მიცემას ისე აიძულებდნენ პატიმრებს, რომ არც მიცვალებულებთან ერთად მრავალი საათის მანძილზე მაცივარში ათავსებდნენ, ან ზედ ასკოჩებდნენ ცხედარს… სამართლიანობა ყველა პროფესიაში უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს ჟურნალისტიკაში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მიშასგან გმირი ვერ გამოვა და ვერც ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი!”

ასევე იხილეთ