“განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნით სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ”

ოლიმპიურმა ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი და მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი სპორტსმენი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ გამორიცხავს. ლაშა ტალახაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა, როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნით სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით, არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა, როგორც ხედავთ არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს, არც კი დავინტერესებულვარ რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვს მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.
რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს თუ როდის შევძლებთ სრულოფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს მიხვდებით, რომ სხვას არაფერს ვამბობ .მადლობა, პირიქით ყველა იმ ადამიანს ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგზეც არის ასახული ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც“, – წერს ლაშა ტალახაძე.

ასევე იხილეთ