„გრიპის ვაქცინა „გაჩითეს“ სულ რაღაც 70 ლარად … ამოვილუღლუღე, იმედი მაქვს ვინმე წყალს არ გაგიკეთებთ-მეთქი“

ჟურნალისტი გიო ფუტკარაძე იმ ადამიანებზე წერს, ვისაც როგორც აღმოჩნდა, ვაქცინის ნაცვლად c ვიტამინი გაუკეთეს. როგორც აღმოჩნდა მათ შორის არიან მისი მეგობრებიც.
„ორშაბათის ლამაზი საღამო იყო, რამდენადაც შესაძლებელია ორშაბათი ლამაზი იყოს. ვზივარ ლანა ბერიძის მწვანე დივანზე და მივირთმევ მის მომზადებულ არაფრისგემოიან სალათას. უცებ ვაქციების თემაზე გადავედით და გაყოყოჩდა, ნიკაპი მაღლა ასწია და როგორც ლუდოვიკო მე-14 უყურებდა გლეხებს, ისეთი მზერით შემომხედა და გამომიცხადა, რომ გრიპის 4 კომპონენტიან ვაქცინას იკეთებს ოთხშაბათს.
ნახეთ, ვაქცინა 4 კომპონენტიანია, დღე ოთხშაბათი და საათი 4.
უცებ შევიცხადე, რანაირად ჯერ ხომ ვაქცინები არ შემოსულა? გამახსენდა ყველა ნიუსი ამ თემაზე. უფრო მაღლა აწია ნიკაპი და გამოაცხადა რომ მან და მარიკა შალიკაშვილმა გაჩითეს სულ რაღაც 70 ლარად.
მარიკა შალიკაშვილს ვინც არ იცნობთ, ჩემი უახლოესი მეგობარია, თუ რამე შარში მინდა ხოლმე რომ გავიჩითო, ეგრევე მარიკას ვურეკავ ხოლმე. როცა შარი არ იძებნება, იმ შუალედში მარიკა კოვიდის სხვადასხვა შტამებს იკიდებს ხოლმე, რომ არ მოიწყინოს. რაც მთავარია სხვადასხვა პერიოდულობით ეძებს ხოლმე ქალაქში მტრედის კვერცხებს აღდგომას, ვაკის პარკში კალმახს, ნუტრიის ბეწვს ვაგზალზე და ა.შ.
შენ არ გინდაო? ჩაგსვამთო. უიმე, არათქო მე კოვიდის ვაქცინებს ვიკეთებ მხოლოდმეთქი.
თუ არ გინდა, ხალხი იხვეწებაო – მომიგო ლანამ.
ბოლოს ერთი კი ამოვილუღლუღე, იმედი მაქვს ვინმე წყალს არ გაგიკეთებთთქო (ეს რომ ვთქვი, მყავს მოწმე).

დღეს საგიჟეთი მაქვს და უცებ ვნახულობ ნიუსს:
„მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს, ექიმი გაქცეულია“.
აბა, ვინ არიან მთავარი მოქმედი გმირები და დაზარალებულები? ლანა და მარიკა.
დეტალები ვისაც არ გჯერათ, ქრონიკაში 20:00- ზე“. – წერს გიო ფუტკარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ