“მელიამ რომ შეიტენა ერთპროცენტიანი ჯიგარი ბიჭები, “დაგმე მიშას” ძახილში რომ ათენ-აღამებენ”

ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილი უკმაყოფილოა დედაქალაქის კოალიციური მთავრობის კანდიდატებით. ამერიკაში მცხოვრები ექიმი, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი, მარინა ძაგნიძე წერს:

,,ეს მესიჯი ეხება მათ, ვინც დღევანდელი კოალიციით ძალიან აღფრთოვანდა: მიშა არ ჩამოსულიყო და თქვენი გამარჯვებისთვის არ ეშიმშილა, კი ნახავდით, რა გაბრწყინებულები იქნებოდით და რა გამარჯვების ვარსკვლავებს გამოაფრქვევდით მაგ თვალებიდან.

მიშას ეფექტი არის ყველაფრის თავი და ბოლო და მინიმუმ ამის აღნიშვნის ღირსი იყო მაგ დიდი ტრიბუნიდან. მელიამ რომ შეიტენა ერთპროცენტიანი ჯიგარი ბიჭები, ,,დაგმე მიშას” ძახილში რომ ათენ-აღამებენ და ,,ეპაზორათ” მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა, ახლა ენმ-ის ბიჭებმა უნდა დაიმტვრიონ გვერდები ლელოს და გირჩს ვიცემერობისთვის?!

ენმ-ის თავმჯდომარეობა სათადარიგო ბორბალი არაა, რომ საბარგულში გქონდეს კაცს შენახული : მერობა თუ გინდა, ახლავე გადადექი და მეტი დრო გექნება წინასაარჩევნო კომპანიისთვის და მეორე ტურის მოგებისთვის, მაგრამ არა… ზუგდიდში სანდრას რაც გაუკეთეთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ უკან. მიშას გარეშე ნული ხართ ყველანი ჩემს თვალში და ისე იბრწყინეთ, “პაჟალუსტა” …
ახლა არ მოსწონთ ბიჭებს სააკაშვილი…”.

ასევე იხილეთ