ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა ალეკ ბოლ­დუ­ინ­მა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ოპე­რა­ტო­რი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კი – და­იჭ­რა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ობ­მა გა­ის­რო­ლა პის­ტო­ლე­ტი­დან, რო­მე­ლიც ფუჭი ვაზ­ნე­ბით უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ტე­ნი­ლი.

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა მომ­ხდა­რის გამო აღელ­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ფოტო. ინ­ცი­დენ­ტი ნიუ-მექ­სი­კოს შტატ­ში ვეს­ტერ­ნის ჟან­რის ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას მოხ­და. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 68 წლის ბოლ­დუ­ი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი შე­რი­ფის ოფის­თან თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი შე­ნიშ­ნეს.
და­ღუ­პუ­ლი ოპე­რა­ტო­რი 42 წლის ჰა­ლი­ნა ჰა­ჩინ­სია, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნი­დან იყო. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია.

მსახიობი გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, – ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

ასევე იხილეთ