როგორ დააბრუნა სახლში გია ჭირაქაძემ გატაცებული გოგო

ირმა სოხაძე იხსენებს: „მოსკოვში ანსამბლ „რეროს“ პრემიერაა, მაგრამ გია ჭირაქაძე უკვე სამი დღეა არ ჩანს. კომპოზიტორი, ჩვენი ხელმძღვანელი კონსტანტინე („კოტიკა“) პევზნერი გაგიჟებულია და დანა პირს არ უხსნის. დირექტორს კი ეუბნება – სასწრაფოდ ახალი წამყვანი მიპოვე, გია უნდა გავაგდოო. სამი დღის მერე გია გამოჩნდა. კოტიკამ კი უთხრა – წადი, გათავისუფლებული ხარო. გია კი პევზნერს პასუხობს:

– კოტიკ, მე შენი მესმის, მაგრამ მომისმინე: შენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი, თუმცა, შენც ჩემს ადგილზე ზუსტად ჩემნაირად მოიქცეოდიო. მოკლედ, გიამ მოყვა ისტორია, როგორ გაიტაცეს მისი ეზოდან გოგონა და გია გამტაცებლებს გაეკიდა. იმდენი მოახერხა, რომ ჯიბგირებს გოგონა გამოსტაცა და მამას დაუბრუნა. შემდეგ კი მამამ სუფრა გაშალა და სამი დღე ქეიფობდნენ და სუფრას ხომ არ მივატოვებდიო.

– თანაც, იცი, პირველი სადღეგრძელო რა დალია? – ნამდვილ მამაკაცებს გაუმარჯოს ბორის პაიჭაძეს, ნაპოლეონს და კოტიკა პევზნერსო…“

ასევე იხილეთ