“ყურძენს ვკრეფდი და დღეში 40 ლარს მიხდიდნენ”

მსახიობი ნინო ლეჟავა ,,სარკესთან” ყვებოდა, რომ პანდემია დაიწყო თუ არა და თეატრები დაიხურა, მან ზოომაღაზიაში გამყიდველად დაიწყო მუშაობა. ახლახან კი ,,პირველთან” თქვა, რომ ყურძნის მკრეფავადაც მუშაობდა.

წავედი სოფელში, ბრიაგადასთან ერთად ვიარე და ყურძენი ვკრიფე. გული მწყდებოდა, რომ თეატრმა გამომიძახა, ისეთი კარგი ადამიანები დავტოვე იქ… შვიდი საათი სამუშაო დღეა. კრეფ ყურძენს, გამოდიხარ და გეძლევა 40 ლარი. რაც მე თვეში ვიღებ დღე და ღამე სამუშაოში, იქ გამომდიოდა 20 დღეში. მიუხედავად ამისა, ყოველდღიური საკვები ფული ეს არ იყო. რეგიონში უფრო მეტად გაძვირებული აღმოჩნდა საკვები სწორედ საწვავის გამო, დისტრიბუციის გამო. სოფლის კვერცხი ფასი ინკუბატორის ფასს გაუთანაბრდა. უკვე ვიცი, რა ეღირება ჩურჩხელა…

წელს ალბათ სუბსიდირებაც არ იქნება, პანდემიის დროს ეს სუბსიდირება მაინც გვიხაროდა… ყველაზე გულდასაწყვეტი კიდევ, იცით, რა არის? რაც უნდა ვისაუბროთ, არაფერი გამოსწორდება, ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდში…

ასევე იხილეთ