გიული ალასანიას „შანელის“ გამჭვირვალე ჩექმა და თეთრი ფერის სიყვარული

გიული ალასანია მცირე ხნის წინ შვილის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა.

ბოლო დროს, საჯარო გამოჩენისას, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ექსპრეზიდენტის დედის ჩაცმულობა, რომელიც ყოველთვის გამორჩეული და ფერადია. გიული ალასანიას განსაკუთრებულად უყვარს თეთრი ფერის სამოსი. შვილს ციხეში რამდენჯერმე სტუმრობდა და ორ შემთხვევაში სწორედ თეთრი ფერის სამოსს მიანიჭა უპირატესობა.

ბოლო ვიზიტის დროს კი ჩვენი ყურადღება მიიპყრო მისმა გამჭვირვალე მოდურმა ჩექმებმა, რომლებიც მოგვიანებით, ერთ-ერთ საიტზე აღმოვაჩინეთ. ეს „შანელის“ ჩექმაა, რომლის ფასიც 1343 დოლარი გახლავთ.

ასევე იხილეთ