“თვეში 107 ათასი ლარი გამოვიმუშავე”

ფოტოგრაფი და სოციალური ქსელების სპეციალისტი, ნათია ღაჭავა რჩევას აძლევს ადამიანებს, როგორ გამოიმუშავონ ათიათასობით ლარი.

როგორ გამოვიმუშავე თვეში 107 000 ლარი. წარმოიდგინეთ გოგონა, რომელიც ცხოვრობს ბიძამისის ბინაში, ბიძაშვილებთან, მათ ნათესავებთან და და-ძმასთან ერთად. მამა და ბიძა კი მშენებლობაზე მუშაობენ. ამ გოგონამ დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა ფოტოგრაფიაში და სოციალური ქსელების წაყვანაში.

6 წელიწადში კი მას მაქსიმალური თვიური შემოსავალი 107 ათასი ლარი აქვს.

ეს ჩემი ისტორიაა და მინდა, გულახდილად გაგიზიაროთ თუ რას ვგრძნობ ახლა. 6 წლის მსგავსი რაოდენობის თანხა არ დამესიზმრებოდა…
4 წლის წინ მანქანა ვიყიდე სესხით 65 000 ლარად… ახლა კი სექტემბერში ერთ თვეში გამოვიმუშავე 107 ათასი…

მე ვასწავლი სოციალური მედიის მართვას და ამ მართვის შედეგად თქვენი პროდუქტის და მომსახურეობის გაყიდვების გაზრდას.

მე არ გავივლიდი მსგავს კურსს ადამიანთან, ვისაც თვითონ არ აქვს ნორმალური შედეგი დადებული. მე ყოველთვის ვსწავლობდი პრაქტიკოსებთან და არა თეორეტიკოსებთან. ის, რასაც მე ვასწავლი, საკუთარ თავზე, პროდუქტზე და მომსახურებაზე მაქვს გამოცდილი. ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ გავაორმაგე გაყიდვების რაოდენობა. რამდენად წარმატებულად ვიყენებ ამ უნარ-ჩვევებს, სწორედ რომ ჩემი შედეგი ასახავს. ამიტომ გიზიარებთ…

დაბოლოს, მინდა რომ მოგცეთ მოტივაცია და გითხრათ, რომ პატიოსანი შრომით, ნაცნობების და მდიდარი ნათესავების გარეშეც შეიძლება, მიაღწიოთ მსგავს და უფრო დიდი შედეგსაც“.

ასევე იხილეთ