„თეოს ვერავინ შეცვლის, მაგრამ მარტოობამ დამღალა” – გელა დაიაურმა ცოლი მოიყვანა

პოეტი გელა დაიაური დაქორწინდა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მას წარმოუდგენელი ტრაგედია შეემთხვა – ავტოავარიაში დაიღუპნენ მისი მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიშვილი და  ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი.

მას შემდეგ გელა დაიაური მარტო ცხოვრობდა, თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ ის მეორედ დაქორწინდა. ფოტოები თავის რჩეულთან ერთად ეკა მანჩხაშვილმა გააზიარა. ეკამ და გელამ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს.

გელა დაიაური ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ თეოს ვერავინ შეუცვლის, მაგრამ მარტო ყოფნით დაიღალა და ჰყავს რჩეული:

„ის სრულყოფილი ბედნიერება, ალბათ, აღარასდროს იქნება, თუმცა ცხოვრება გრძელდება… გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ე.ი. ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ…“

ასევე იხილეთ