“სახლში ანგელოზი მყავს” – აჩი ფურცელაძე გაშორდა ცოლს, რომელსაც აღმერთებდა

მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე მესამე ცოლს, ელენე დუმბაძეს გაშორდა. წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, აჩი ,,სარკესთან ყვებოდა, რომ მან ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა.

თითქმის 40 წლის ასაკში ცხოვრება რადიკალურად შეცვალეთშეხვდით ქალს, რომელთანაც ოჯახი შექმენით. როგორ მიედინება თქვენი და ელენე დუმბაძის პირადი ცხოვრება?

– გადასარევად.ელენე ყოველ წამს მილამაზებს. მშვიდად ვცხოვრობ. ყოველდღე უგემრიელესი კერძები მაქვს და, შესაბამისად, 13 კილო მაქვს მომატებული.

რა თვისებებით გამოირჩევა თქვენი მეუღლე?

– უსაყვარლესი, უთბილესია, ძალიან გახსნილი და გულწრფელია. შინაგანად არის პატარა გოგონა, რომელიც ახერხებს, იმუშაოს რთულ პირობებში – თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსია. მიკვირს, როგორ ახერხებს, ამ პატარა პრინცესა გოგონადან გარდაიქმნას ისეთ ძლიერ თანამშრომლად, რომელიც ამ პოსტზე უკვე მეორე ვადით არის.

ადამიანი ვერ ვნახე, რომელიც ელენეზე ნეიტრალურად იტყვის რამეს. ან არ იცნობენ, ან, თუ იცნობენ, ისე უყვართ, აღმერთებენ.სახლში ანგელოზი მყავს.

მგონია, უამრავვარსკვლავიან სასტუმროში ვარ, სადაც ყველაფერი იდეალურად არის. ყოველი დღის გათენება გვიხარია და სახლში მიგვეჩქარება. ახლა სახლიდან ვერ გავდივარ, არადა ეს ადრე არ მჩვეოდა.

თქვენი მყუდრო სახლი ოჯახის ახალი წევრის შემოსვლას ხომ არ ელოდება?

– ეს ამბავი ცოტახანს შევაჩერეთ. ბინა, რემონტიო და ახლა უკვე შვილი ძალიან გვინდა და ვფიქრობთ. თუ ღმერთიც გადმოგვხედავს, ყველაფერი კარგად იქნება. ისე, ახლა გვყავს ძალიან კარგი ბიჭი – შოთიკო დუმბაძე. მისნაირი შვილები უმრავლოს ქვეყანას! შოთიკო 21 წლის არის.ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ორი არაჩვეულებრივი ადამიანი- ელე და შოთიკო.

 

 

ასევე იხილეთ