“ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად!”

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“მივმართავ მიშა სააკაშვილს, პრეზიდენტო, გაგიმეორებთ, რაც უკვე შეხვედრის დროს საუბრისას გითხარით და გთხოვეთ! ადამიანური ტრაგედიის გარდა , გარდა იმ დიდი ტვირთისა , რაც (სამუდამო დაღი იქნება საქართველოსთვის) , რომლის ტარებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და გამანადგურებელი ქვეყნისთვის, ამ ყველაფრის გარდა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება , (რაც თავად მოგეხსენებათ), აბა წარმოიდგინეთ ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყნისთვის, მხედართმთავრის გარეშე ბრძოლაში ანუ განადგურებული მხედართმთავრით რა ბრძოლის მოგება შეიძლება, არადა ხომ ვთანხმდებით ყველა , რომ ეს რუსეთ- საქართველოს ომია და ახლა რუსთავის ციხეში ,პუტინის პირადი პატიმარი ზის, ამიტომ : უნდა , უნდა, ვალდებული ხართ შეწყვიტოთ შიმშილობა!

მიიღეთ სტრატეგიულად (ერთადერთი) სწორი გადაწყვეტილება , შეწყვიტეთ შიმშილობა გთხოვთ! წინ დიდი ბრძოლაა მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად, ამ ბრძოლაში თქვენი დიდი გამოცდილება , ენერგეტიკა და მაშტაბია საჭირო…….დიდი განსაცდელი უდგას ქვეყანას , ჭაობში ჩახრჩობას უპირებენ ქართულ სახელმწიფოს პრეზიდენტო!

აკი გითხარით , როგორც ჩემს მამუკას , ჩემს ძმას გთხოვ მეთქი და მიპასუხე, აქაც კი მის სიმღერებს ვუსმენო ….ჰოდა პრეზიდენტო , ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად!”, -წერს თაკო ჩარკვიანი.

ასევე იხილეთ