“ეშმაკმა გიხ@აროთ, ვინც ამ ადამიანებს აცრა გადააფიქრებინეთ…”

მედიკოსი, გიგა გელენიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებზე წერს და ანტივაქსერებს მიმართავს:

“გუშინდელი 68-დან ორი ჩემია. ერთი, დამძიმებული რომ გადმოვიდა ჩემთან კოვიდ თერაპიიდან, თერაპიის განყოფილების გამგემ მითხრა, ჩემი ბავშვობის მეგობარი და ნათესავია, ჩემთან ჩამოვიდა საავადმყოფოში, რა მეშველება, დამძიმდა, ჩათვალე, რომ მე ვარ ეს ავადმყოფი და მე გყევართ გადასარჩენი, აბა თქვენ იცით რეანიმაციამო, 51 წლის დაწყებითების მოქმედი მასწავლებელი იყო.

 მეორე, კეთილი ბომბორა, ბომბორა შევარქვით, 32 წლის ბიჭი, ჩვენთან ჩემივე თანამშრომლის, რეანიმატოლოგის გადმოყვანილი, რისკები აქვს, იქ რამე არ დაემართოსო, რაიონში. მოკვდა.

იმ 66-საც ჰქონდათ თავისი ძნელი ბიოგრაფიები და ჰქონათ 132 მბრწყინავი თვალი.
ხოდა.

ეშმაკმა გიხ@აროთ, ვინც ამ ადამიანებს აცრა გადააფიქრებინეთ და იდიოტობებით დააშინეთ.
მე კი არა, თქვენ უნდა უყურებდეთ მათ თვალებს და გასცეთ პასუხი რა და რატომ, თქვენ უნდა უხსნათ მდგომარეობა მათი ოჯახის ბუნებრივად ოპტიმისტ წევრებს, დღეში ორჯერ ყველა ავადმყოფზე, იდიოტებო!
დიდმა, წითელმა, გატყავებულმა ეშმაკმა გტ@ნათ უკუნისამდე, ანტივაქსერებო.
შენ კიდევ, ნუ მეკითხები გავაზიარო თუ არა. გააზიარე!”, – წერს გელენიძე ფეისბუქზე.

ასევე იხილეთ