წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა კეპებს ყიდის

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა კეპებს წარწერით „MAKE TSALENJIKHA GREAT AGAIN“ ყიდის. როგორც სოციალურ ქსელში გია ხარჩილავა წერს, შემოსული თანხის 20% წალენჯიხელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდება.

„კეპების გაყიდვიდან შემოსული თანხის 20% გადაირიცხება წალენჯიხის განვითარების ფონდში, რომელიც დაფუძნების პროცესშია. თანხა მოხმარდება წალენჯიხელი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ