“როგორ იქნევდა წიხლებს და რას კადრულობდა ეს მოძალადე ფარჩაკი ყოფილი კაცი! ამისი გულშემატკივარი, მტერია ამ ქვეყნის!”

ეკა სილაგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჯერ, უკრაინაში რომ სახურავზე ირბინა, რესტორანში რომ ათრიეს, მანქანაში ჩატენეს ძალით და გაუშვეს ქვეყნიდან, მაშინ შემრცხვა, რომ ეს ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს ყოფილი მოქალაქეობისდა მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის სახე იყო და ახლაც მრცხვენია!

გავრცელებულ კადრებში როგორც იქცევა, ცალკე ამბავია! უღირსია თავიდან ბოლომდე!

უნდა ეცლიათ ბადრაგებს და ერბინა! ერბინა და გადაგეღოთ!
როგორ იქნევდა წიხლებს და რას კადრულობდა ეს მოძალადე ფარჩაკი ყოფილი კაცი!
ამისი გულშემატკივარი, მტერია ამ ქვეყნის!
მიუხედავად ამისა, სულ რომ დაასახიჩროს ვინმე (კადრებში ჩანდა მისგან წამოსული ძალადობაც),
არ ახლოთ ხელი!
დაიცავით საკუთარი თავისგან!
აიყვანეთ საერთაშორისო არბიტრები!
ჩართეთ ყველა!
ეს, მართლა ბოლო და სასოწარკვეთილი ომია ამ ნაძირალა, პრორუსი, ფარჩაკი ძალის!”
ასევე იხილეთ