“ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს…” – ნანა ჯანელიძის ღია წერილი ელენე ხოშტარიას მშობლებს

რეჟისორი ნანა ჯანელიძე „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მშიობლებს მიმართავს. ნანა ჯანელიძე ასეთი ქალიშვილის გამო გოგი ხოშტარიასა და ირინა გუნცაძეს მადლობას უხდის.

„ღია წერილი ელენე ხოშტარიას მშობლებს

ბატონო გოგი და ირა, ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქალიშვილის, ელენე ხოშტარიას გამო.

ვფიქრობ, ის ახლა თავისი ქმედებით ყოველ ჩვენგანს იცავს, ჩვენს ხვალინდელ დღეს აშენებს, ჩვენს ადამიანად ყოფნას მიაგებს პატივს, უფსკრულის პირას მოთამაშეებს გვიჭერს, რომ არ გადავიჩეხოთ.

ადამიანს, ოჯახს, ქვეყანას, სახელმწიფოს მხოლოდ ზნეობრივი გმირი ზრდის და ძერწავს. ელენემ შეძლო საკუთარ თავში ასეთი გმირი ეშვა. ახლა უკვე სხვებსაც გაუკვალა გზა, ჟანგბადი შემოუშვა, სირცხვილი ჩამოგვბანა…

მინდა მდაბლად დავუკრა თავი მის ოჯახს და შვილებს და ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ელენემ მათთან ერთად ყოფნის იშვიათ და ძვირფას წუთებს, ჩვენი ღირსებისთვის ბრძოლა ანაცვალა.

მადლობთ ამისთვის…პატივისცემით, ნანა ჯანელიძე“, – წერს ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ