“მიდი, დაიჩოქე ირინა ენუქიძის საფლავთან, პატიება სთხოვე რობაქიძეებსა და სხვათა ოჯახებს, ვისაც სისტემამ გული ჩაუკლა”

ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მონასტერში მიშა(!)… ————————
მიშა, ახლა, ამ ღამით, პარიზის გარეუბანში, ამ პატარა მონასტერთან ვარ და შენზე ვფიქრობ, მეორე სურათზე, სანამ პრეზიდენტი გახდებოდი, ჩემს კაბინეტში, გაზეთ “შანსის“ რედაქციაში, პრესის თავისუფლების სადღეგრძელის ვსვავთ….
არ ვიცი, რატომღაც მგონია, რომ შენი სიკვდილი, შენს თანაგუნდელებს უფრო სჭირდებათ…
ამ ფიქრებში, ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დროც მახსენდება…
საქართველოდან გამოქცეულები…. მდინარე ტისა… უკრაინა-უნგრეთის საზღვარი… გასაბერი ნავი… აბობოქრებული მდინარე… 3 წლის ბარბარე… 14 წლის მარი… 17 წლის ნიკა… მე და ჩემი მეუღლე ეკა, ჩვენი ოჯახი…
მდინარემ გაგვიტაცა, ნავს უკნიდან ჩამოკიდებული მე და ნიკა, უკუნით ღამეში მეორე ნაპირისკენ ვექაჩებით, არაფერი გამოგვდის, მდინარე რეზინის ნავს წაღმა უკუღმა ატრიალებს…
ღმერთო, არ შემასწრო ჩემი ოჯახის დაღუპვას, არაადამიანური ხმით ვევედრები მამაზეციერს…
მიწააა… ყვირის ნიკა და ნავს ნაპირიკენ მიათრევს…
იმ დღეს, ჩვენ, ღმერთმა გადაგვარჩინა(!)…
მიშა, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს… ვიცი ცუდ დღეში ხარ, ენა არ მომიტრილადება დაცემული კაცი გაგკიცხო, არც იმის მჯერა, პირადათ შენ მიგიძღვის ბრალი ამდენ ტრაგედიაში, მაგრამ სისტემა შენ შექმენი და პასუხისმგებლობაც შენს მხრებზეა, პოლიტიკური ფიასკო, არ არის დასასრული, მთავარი სულის გადარჩენაა, რაც მხოლოდ სინანულითაა შესაძლებელი, დადექი შენს თავზე მაღლა, მოინანიე, თხოვე პატრიარქს გიშუამდგომლოს შეწყალებაზე და კურთხევა მოქცეს მორჩილად გაგამწესოს რომელიმე მონასტერში, იმ პირობით, რომ სასჯელის აღსრულებამდე პოლიტიკას არ გაეკარები…
მიდი, დაიჩოქე ირინა ენუქიძის საფლავთან, პატიება სთხოვე რობაქიძეებსა და სხვათა ოჯახებს, ვისაც სისტემამ გული ჩაუკლა, დამიჯერე, ქართველ კაცს, ყოველთვის შეუძლია მიტევება, თუ გულწრფელია სინანული(!)…
დამიჯერე, უტიფრობა, ერთი ასად აათკეცებს სიძულვილს…
ბოლოთქმა:
დიდება, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელს, ღმერთკაცმა ქართველებს, “გალობანი სინანულისანი“ დაგვიტოვა(!)…
ბონდო ქურდაძე. ჟურნალისტი. პარიზი. 15.11.2021.
P. S. 1. თუ ასე მოხდა, პირობას გაძლევ, გავაუქმებ პოლიტიკური დევნილს სტატუსს და იმ დღესვე გადმოვფრინდები პარიზიდან შენ გვერდით საკანში, ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვა და მოსანანიებელი…
P. S. 2. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ბადრი ვადაჭკოკორიას, ზვიად სეხნიაშვილს, გოგიტა მელიქიძესა და მარიკა ბოჭორიძეს, რომ ეს წერილი მიაწვდინონ ქალბატონ ელენე ხოშტარიას, მამაჩემის კურსელის შვილს, ვისაც დანამდვილებით ვიცი, არ უნდა ექსპრეზიდენტის სიკვდილი და აუცილებლად გადასცემს წერილს ადრესატს…  “

ასევე იხილეთ