“მიპასუხეს – შენ გადაცემაში გამოაცხადე, რომ ორი მდიდარი კაცი ერთად გყავდა და სხვისთვის რა მორალით არ გემეტება ერთიო”

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი ისევ ალექსანდრა პაიჭაძეზე წერს და კონფლიქტზე, რომელიც გრძელდება.

,,მესამე პრეზიდენტი კვდება და იმის ნაცვლად, რომ მის გადასარჩენად ვიბრძოლოთ, ბოლო ორი დღეა ალექსანდრა პაიჭაძის დაქალებმა ომი გამიმართეს ფიებუქზე, ქმარს პორშეს გამო შეურიგდიო…

სტატუსი სტატუსზე რომ დაწერეს, ვუპასუხე: ბავშვს გამარჯვება დაარქვა სახელად ინგლისურად და კაცი შეირთო, პორშეებს თავადაც ვყიდულობ და დამიჯერეთ, კაცების შოვნა ბევრად ადგილია, ვიდრე პორშეების შოვნა-მეთქი… ამაზე მიპასუხეს, შენ გადაცემაში გამოაცხადე, რომ ორი მდიდარი კაცი ერთად გყავდა, ორი ფულიანი გინდოდა ერთად და სხვისთვის რა მორალით არ გემეტება ერთიო.. დაშვებაც არ უნდათ იმისა, რომ ქალი კაცის გარეშეც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი არსება”, – დაწერა მარიამ კუკუნაშვილმა.

ასევე იხილეთ