“წარმოუდგენელია ამის ყურება ყოველღდე, შეჭამა მიშა სააკაშვილმა, თუ არ შეჭამა, შიმშილობს, მარხვაზეა თუ დიეტაზეა”

წარმოუდგენელია ამის ყურება ყოველღდე, შეჭამა მიშა სააკაშვილმა, თუ არ შეჭამა, შიმშილობს, მარხვაზეა თუ დიეტაზეა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს ეს დღის წესრიგი, რასაც ტელევიზიებიდან ვხედავთ”– განაცხადა ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა “აჭარის ტელევიზიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას.

“ეს სიუჟეტები, შინაარსი, სცენარი არ აინტერესებთ, მე დარწმუნებული ვარ,  ჩვენი საზოგადოები ძალიან დიდ ნაწილს აინტერესებს საკუთარი მომავალი ამ ქვეყანაში, აინტერესებს პირადი კეთილდღეობა, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობა, ოღონდ არ არის ეს ქვეყნის კეთილდღეობა, რაც დღეს ხდება და არც ის ძალა, რომელმაც ჩაიდინა 7 ნოემბერი.

ეს ძალა, რომელმაც 7 ნოემბერი ჩაიდინა, დღესაც იგივეა, არც შეიცვალა, არც განახლდა, არც გაკეთილშობილდა, დანარჩენი ოპოზიცია არის ნულპროცენტიანი, ჩვენდა სამწუხაროდ და იძულებულები არიან აჰყვნენ “ნაციონალურ მოძრაობას” კუდში. დამისახელეთ სხვა დღის წესრიგი, რომელიც შექმნეს, გარდა იმისა, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს, ესეც არის “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგის გამოძახილი, დამისახელეთ სხვა დღის წესრიგი, რომელიც დანარჩენმა ოპოზიციამ მოიფიქრა და იმაზე მსჯელობს მთელი ქვეყანა”– თქვა სოფო ნიკოლაიშვილმა.

ასევე იხილეთ