სერენა უილიამსმა ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი კაბა მოირგო

ამერიკელმა ჩოგბურთელმა, „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას (დავით კომახიძე) მიერ შექმნილი კაბა მოირგო.

სერენა უილიამსი მეუღლე ალექსის ოჰანიანთან და 4 წლის შვილთან, ოლიმპიასთან ერთად თავისი მამის , რიჩარდ უილიამსის შესახებ გადაღებული ფილმის – „მეფე რიჩარდის“ პრემიერას დაესწრო. აღსანიშნავია, რომ დედა-შვილს ერთნაირი კაბები ეცვათ. პრემიერას ასევე დაესწრო სერენას უფროსი და ვინუს უილიამსი.

რიჩარდ უილიამსის როლი ფილმში უილ სმიტმა შეასრულა. ფილმის რეჟისორი რეინალდო მარკუს გრინია.

ასევე იხილეთ