“ეს იყო ჩემს სიცოცხლეში პირველად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას მსახიობი ბესო ზანგური ეხმაურება.

„ირაკლი ღარიბაშვილი – ეს იყო ჩემს სიცოცხლეში პირველად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი ტელევიზიით მისი გამოსვლის შემდეგ, კერძოდ:

1.იკრძალება ონლაინ კაზინო;

2.ბარიერი აიწევა 25 წლამდე;

3. იკეტება და იკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტები და მკაცრად გაკონტროლდება ნარკომანია. არა როგორც დანაშაული და ციხით, ცემა, წამებით, არამედ მკურნალობით… დასაქმებით! აი, ეს არის ჩემი პრემიერი, აი, ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის სურნელი“, – წერს ზანგური სოცქსელში.

ასევე იხილეთ