“რომ არა თქვენ, მე უკვე ჩემს თამოსთან ვიქნებოდი”

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:

მადლობა ჩემს მეორე ოჯახის წევრებს, ჩემს კოლეგებს, შპს „ბიჯი უნიმედის“ კოლექტივს დირექტორ მადინა ინჯგიას ხელმძღვანელობით ჩემი გადარჩენისთვის. რომ არა თქვენ, მე უკვე ჩემს თამოსთან ვიქნებოდი. ვინაიდანაც იმ ქვეყნად დრო არ არსებობს, ამიტომ გადაწყვიტა უფალმა გიოსთან დატოვება, რადგანაც მას ვჭირდები აქ. მადლობა პროფესიონალიზმისა და უანგარო სიყვარულისთვის. ყველანი მიყვარხართ და ძალიან გამიმართლა თქვენ გუნდში რომ ვარ“, – წერს თეონა თამაზაშვილი.

ასევე იხილეთ