“ჩემმა დამ პირველად ხარისხიანი რაღაცა შეიძინა თავისი გემოვნებით“

გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ ამ ორმა, (ჩემმა დამ და ამ ყმაწვილმა, რომელსაც ალბათ სიძეს დავუძახებ მიჩვევის ამბავია, ან არ დავუძახებ )
ერთმანეთს უთხრეს, ვიცხოვროდ ერთად ვიდრე სიკვდილი ჯანდაბა და დოზანა არ დაგვაცილებსო. (პირი ქვისკენ მიქნია)
ჩემი და რომ მიყვარს ამაში რა არის გასაკვირი და საბლატაო .
ეს ადამიანიც მიყვარს, არამხოლოდ გუშინდელი დღიდან, მანამდეც, უბრალოდ ხომ იცით ქართლის ამბავი, სახეზე რომ გვაწერია მე შენ არ გიცნობ ვინა ხარ, საიდან მოხვედიო, მაგრამ შინაგანად რომ ეუბნები ტაში, ბიჭო, ტაშებიო ბიჭოვ, გენათალებიო.
ხო და მიხარია ძალიან.
ჩემმა დამ პირველად ხარისხიანი რაღაცა შეიძინა თავისი გემოვნებით
დაო მიყვარხარ! Nini Sukhitashvili
შენა კიდევა მევასები Nodar Chachanidze
Nodar Chachanidze / ნოდარ ჩაჩანიძე
p.s. წყალი გადმოგესხას და ეგეთები არ გინდათ“.

ასევე იხილეთ