“ერთ ციდა ბავშვს დაეჯახა “გლოვოს“ კურიერი! დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ!”

მსახიობი განო მელითაური ვაკეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ წერს:

„თბილისი მერია“ დააყენეთ ბაგების დასაწყისში, 7 ნომერთან მწოლიარე ლიანდაგი, შუქნიშანი, რამე იღონეთ! ერთ ციდა ბავშვს თხლიშა „გლოვოს“ კურიერმა! დალეწილი წაიყვანა სასწრაფომ! ეს საწყალი ბიჭი ცალკე შოკურ მდგომარეობაშია, დაიმტვრა თვითონაც. მერამდენე უბედური შემთხვევა უნდა მოხდეს! 4 შვილი მყავს და ფაქტობრივად ტროტუარი არაა, მანქანიდან ძლივს გადმოვდივარ, აივნის ქვეშ ცალკე „ევროპროდუქტი“ გაგვიხსნეს და საერთო პარკინგი მიითვისეს. 

წარმოდგენაც არ მინდა რა დღეშია დედამისი. იმედია, დროულად მოახდენთ რეაგირებას და ამით ბევრის სიცოცხლეს იხსნით! მგონი, შეტანილი არის ჩვენი კორპუსის სახელზე (არქიბაგები) საშინელი მონაკვეთია გიჟებივითდაქრიან მანქანები! მეც ზუსტად აქ მთხლიშა მანქანამ 4 წლის წინ!

ღმერთო, ყველა. ბავშვი დედამიწაზე ამყოფე ჯანმრთელი და უსაფრთხოდ დაუბრუნე ოჯახს...“ – დაწერა განო მელითაურმა.

ასევე იხილეთ