”ვნანობ, რომ არ გავაჩინე მესამე შვილი, ძალიან მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა”

ოპოზიციონერი ლიდერი ნინო ბურჯანაძე გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ის წლები გაიხსენა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან გამომდინარე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა ოჯახისთვის და მეგობრებისთვის.

მან განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ რამეს ნანობს, რომ არ გააჩნია მესამე შვილი, რადგან ძალიან უნდოდა, რომ ქალიშვილი ჰყოლოდა.

„როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, ჩემ ოჯახთან ვერ ვატარებდი იმდენ დროს, რამდენიც მინდოდა. ეს დისკომფორტი და დეფიციტი ხანდახან ეხლაც მაქვს.

შვილებთან ვერ ვატარებდი დროს, მეგობრებზე აღარაფერს ვამბობ… სულ ისე უნდა იყო, რომ რაღაცას წარმოადგენ და პასუხისმგებელი ხარ შენი გარეგნობით, ყველაფრით… მანქანის ტარება ამეკრძალა კატეგორიულად პარლამენტის თავმჯდომარეობის შემდეგ, რომელიც სულ მინდოდა და სულ მაკლდა.

ყველაზე დიდი დანაკარგი რომელსაც ვეღარ ავანაზღაურებ ვერასოდეს არის ის, რომ ძალიან მინდოდა მინიმუმ სამი შვილი მყოლოდა და აუცილებლად მყოლოდა გოგო.

ანზორიკოსა და რეზიკოს შორის განსხვავება თითქმის 8 წელია, რადგან დრო დაგვჭირდა სწავლა, დისერტაცია და ა.შ. შემდეგ იყო პარლამენტარობა…

გადავწყვიტე, რომ მესამე შვილი უნდა გავაჩინო აუცილებლად და უცებ გავხდი პარლამენტის თავმჯდომარე, რაც გამორიცხავდა იმას, რომ ამხელა პასუხისმგებლობის ფონზე, თუნდაც რამდენიმე თვით გავსულიყავი პოლიტიკიდან“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ასევე იხილეთ