„ნერვიულობის ნიადაგზე შაქარიც დავმართე…“

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანიამ მძიმე სენის დამარცხება შეძლო და სრულიად გამოჯანმრთელდა. ეს ამბავი მან სოციალურ ქსელშიც გააზიარა და მეგობრებისგან უარმავი მილოცვა მიიღო, თუმცა, როგორც ნინი ქარსელაძემ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თქვა, დიდი სიხარულთან ერთად, მათ ოჯახი დიდი მწუხარებაც იყო.

როგორც მომღერალი ამბობს, ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე მისი დეიდაშვილი დაიღუპა ავარიაში და ამ ტრაგედიის გამო, ძალიან დაძაბულები და განადგურებულები იყვნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს.

„რამდენად მტკივნეულიც იყო ხათუნას ამბები, იმდენი კარგიც დავინახე, რომ დედაჩემს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ჩემი დეიდები არიან და მათ გარეშე მე ამ გზას ვერ გავივლიდი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან ერთად, მათზე არც ვსაუბრობ. რამდენიმე მათგანს ნერვიულობის ნიადაგზე შაქარიც დავმართე. თქვენი ჟურნალის მეშვეობით მათ ბოდიშს მოვუხდი და მადლობას ვეტყვი ყველა წამისთვის და გვერდში დგომისთვის. მთელი ცხოვრება ვილოცებ იმისთვის, რომ უფალმა მათ თავისნაირი ადამიანები არ მოაკლოთ“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.

ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა.

 

 

 

ასევე იხილეთ