“ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ღმერთის ოფისში ბებიაჩემი ტასიკოა შეპარული და ჩემთან ამანათებს აგზავნის“

არ არსებობს, გავიფიქრო, წადიეტების დრო მოვიდამეთქი, რომ ციდან ღვთიურმა მანანამ არ დაიწყოს ცვენა – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„უძვირფასესმა ფრენდმა მაჩუქა ნუგას კოლოფი და რა მექნა? რასაც ყველა იზამდით, ან თითქმის ყველა, ეგრე მოვიქეცი, გამოვაწკიალე კოლოფი და წადიეტების გადაწყვეტილება ხვალისთვის გადავდე. გამოვედი სამსახურიდან და უბნელი ბიჭი შემხვდა. მივესალმეთ ერთმანეთს და მეუბნება, ხვალ საკონდიტროს ვხსნიო, ხოდა აუცილებლად მოგაკითხავ ნამცხვრებითო… უბრალოდ იოტისოდენა ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ღმერთის ოფისში ბებიაჩემი ტასიკოა შეპარული და ამანათებს აგზავნის ჩემთან ყველას ხელით, ვინც ახლომახლო შეიძლება აღმოჩნდეს“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე იხილეთ