“შვილებსაც უნდოდათ, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი””

კვარ­ტეტ “ალი­ლოს” წევ­რი გია და­ვი­თი­ა­ნი პრე­სის­თვის ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია. მომ­ღე­რალ­მა მე­ო­რედ 62 წლის ასაკ­ში იქორ­წი­ნა. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე წლე­ბის წინ და­ე­ღუ­პა. რო­გორც ჟურ­ნალ “თბი­ლი­სე­ლებ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შეხ­ვედ­რია ქალი, რო­მელ­ზეც და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტ­და.

თუმ­ცა ერთი წლის წინ, მის ცხოვ­რე­ბა­ში ის სა­სურ­ვე­ლი ქალი გა­მოჩ­ნდა.ეკა არჩვა­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია და წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად თე­ბერ­ვალ­ში იქორ­წი­ნა. ქალს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავს. მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე კი ცნო­ბი­ლი ექი­მი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და იუ­მო­რის­ტი ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი იყო.

“ჩემს შვი­ლებ­საც უნ­დო­დათ, რომ ჩემს გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­ზე იზ­რუ­ნებ­და და მე მას­ზე ვიზ­რუ­ნებ­დი. და­მე­თან­ხმე­ბით, მარ­ტო­ო­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. მით უმე­ტეს, როცა სე­რი­ო­ზულ ასაკს აღ­წევ, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ძა­ლი­ან რთუ­ლია ხმის გამ­ცე­მის გა­რე­შე. ბე­დად ისე მოხ­და, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ ის ჩემი მე­უღ­ლე გამ­ხდა­რი­ყო.

შევ­თან­ხმდით, რომ დრო, რო­მე­ლიც წინ გვაქვს, ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. მეც მყავს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მა­საც, შვი­ლებს თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი აქვთ და ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ღმერ­თით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა…“ – ამ­ბობს და­ვი­თი­ა­ნი თბი­ლი­სე­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გია და­ვი­თი­ან­მა ასე­ვე ისა­უბ­რა მძი­მე ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც ეკას ვაჟი შო­თი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცირ­და და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იწვა.

ეკა არჩვა­ძე შვილ­თან ერ­თად

სიყ­ვა­რულს ასა­კი ნამ­დვი­ლად არ ჰქო­ნია. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და: გია, რა გჭირს, პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით ხარო. ყვე­ლა­ფერ­ში მე­ტყო­ბო­და, რომ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. მე მგო­ნია, რომ ეს ცუდი არ არის, ძა­ლი­ან კარ­გია და მად­ლო­ბა ღმერ­თს ამის­თვის. ცოტა ხნის წინ, კვა­რი­ათ­ში ვი­ყა­ვით. ლა­მა­ზად და­ვის­ვე­ნეთ, კარ­გი ამინ­დე­ბი დაგ­ვემ­თხვა. ძა­ლი­ან მძი­მე ზა­ფხუ­ლი გვქონ­და.

დედა გარ­და­მეც­ვა­ლა, ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის გა­რე­შეც 62 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთი დღე არ გა­მი­ტა­რე­ბია. ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა, მის პულსზე მე­ჭი­რა ხელი და ბოლო დარ­ტყმა ვიგ­რძე­ნი. მერე ეკას შვი­ლი – შო­თი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და­ინ­ფი­ცირ­და კო­ვი­დით, ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ და მთე­ლი ზა­ფხუ­ლი თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რეთ გან­ცდებ­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში” – ამ­ბობს და­ვი­თი­ა­ნი.

ასევე იხილეთ