“სექტისთვის ბელადის ბრძანება კანონზე მაღლა დგას, ის რაც ახლა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, ამის დადასტურებაა”

საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პროცესებს ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

“ნაცმოძრაობის” რეალური სახე ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა და დღეს კიდევ უფრო მძაფრი ფორმით, იმიტომ რომ ეს არის სექტა და სექტისთვის ბელადის ბრძანება კანონზე მაღლა დგას.

ის რაც ახლა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, ამის მკაფიო დადასტურებაა და “ნაცების” მხარდამჭერ ინტელიგენციას როგორც მინიმუმ უნდა შერცხვეს, ცოტა მაინც,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა და პერიმეტრიდან გაიყვანა.

ასევე იხილეთ