ზაზა ფაჩულია ბუსტერ დოზით აიცრა

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა. მან აღნიშნულის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ფაჩულიამ ამით საკუთარ გულშემატკივრებს და გამომწერებს აჩვენა ის, რომ ვაქცინა გვიცავს და აცრით ვიცავთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.
ფოტოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისმა გულშემატკივრებმა კალათბურთელს გადაწყვეტილება მოუწონეს და ჯანმრთელობა უსურვეს.

ასევე იხილეთ