ლიკა ქავჟარაძის უნიკალური ფოტო

უნიკალურ ფოტოზე ლიკა ქავჟარაძე და ნანა ჯორჯაძე, „ბობურში“ ასი ქართული ფილმის სამთვიანი ჩვენების გახსნაზე 1988 წელს.

ქართველი კინემატოგრაფისტების ეს მიგზაურობა აღწერილია გოგი გვახარიას წიგნში “ცრემლიანი სათვალე”

” მაესტრო (ფარაჯანოვი) ცუდ ხასიათზე იყო. მოსკოვში აშუღის როლის შემსრულებლისთვის საზღვარგარეთული პასპორტის გაცემაზე მოულოდნელად უარი უთხრეს. არადა, მოსკოვამდე მგზავრობისას ტვინი გაგვიბურღა – ნახავთ, რა მოუვათ ფრანგებს, იურას რომ დაინახავენო… ჩემი იურა ხომ ახალი ჰელმუტ ბერგერიაო.
მოსკოვის აეროპორტიდან სასტუმროში მიმავალ გზაზე, ვერაფრით შემოიყვანა კონტაქტში ტაქსის მძღოლი. ხან პარიზზე ელაპარაკა, თავის მეგობრებზე, ფრანსუაზა საგანსა და ივ სენ ლორანზე უამბო (ტრაბახობდა, აეროპორტში დამხვდებიანო) ტაქსის მძღოლი ხმას არ იღებდა.
უკან მხოლოდ მაშინ მოტრიალდა, როცა ფარაჯანოვმა უთხრა, ვერ იცანი, ბიჭო? მანქანაში ყველაზე ლამაზი ქალი, ლიკა ქავჟარაძე გიზისო..”

ასევე იხილეთ