“ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ლექსოსთან ერთად მოვიდა… – ვინ არის ნინო კასრაძის მეორე ნახევარი?

ნინო კას­რა­ძე 2004 წლი­დან ოქ­რო­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს. სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლაქ­გა­რეთ მას მერე გა­და­ვი­და, რაც მსა­ხი­ო­ბის ვაჟი და­ი­ბა­და. ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი წლე­ბი მძი­მე იყო, რად­გან რთუ­ლი იყო ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა. მსა­ხი­ობს ქალ-ვაჟი – ლუკა და სა­ლო­მე თო­ფუ­რი­ე­ბი ჰყავს. მისი მე­უღ­ლე ლექ­სო თო­ფუ­რია სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ „ლო­კო­მო­ტი­ვის“ პრე­ზი­დენ­ტი და სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა “არ­ტა­ნუჯ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინო კას­რა­ძე ამ­ბობს:

ფეხ­ბურ­თი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ლექ­სოს­თან ერ­თად მო­ვი­და, მა­ნამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არც ვყო­ფილ­ვარ, უბ­რა­ლოდ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტებს მო­დის გამო ვუ­ყუ­რებ­დი. ფეხ­ბურ­თი, რო­გორც ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი და არა ჰობი, ეს ლექ­სოს­თან ერ­თად გაჩ­ნდა. ჩემი პრო­ფე­სი­აც ისე­თია, რომ მთელ ცხოვ­რე­ბას შთან­თქავს, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სია – მსა­ხი­ო­ბო­ბა – ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია და ის გა­დაძ­ლევს ხოლ­მე. ვამ­ჩნევ, სხვა ოჯა­ხებ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბით, რე­ჟი­სო­რე­ბით არის მო­ცუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი და თით­ქოს ისი­ნი არი­ან წამ­ყვან­ნი და მთე­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს თე­ატ­რით, კი­ნო­თი, რე­ჟი­სუ­რით. ჰოდა, ეს ორი სფე­რო და­ე­ტა­კა ერ­თმა­ნეთს, ფეხ­ბურ­თი და თე­ატ­რი. ფეხ­ბურ­თმა შთან­თქა, სძლია. ფეხ­ბურ­თმა და­ი­კა­ვა ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბიც. პი­რი­ქით არ მოხ­და ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ლექ­სო არ გამ­ხდა­რა დიდი თე­ატ­რა­ლი ჩემ მერე. მე უფრო დიდი ქო­მა­გი გავ­ხდი და სუ­ლაც არ ვნა­ნობ ამას. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ მოხ­და, რომ თე­ატ­რი და ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს. მე ისე კარ­გად მეს­მის, რაზე ლა­პა­რა­კობს ლექ­სო, ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე – იქაც თა­მა­შია, ჩვენ­თა­ნაც თა­მა­შია, იქაც არე­ნაა, ჩვენ­თა­ნაც არე­ნაა, იქაც გუნ­დია, ჩვენ­თა­ნაც გუნ­დია, იქაც არი­ან პრო­ტა­გო­ნის­ტე­ბი და ჩვენ­თა­ნაც, რე­ჟი­სო­რი და მწვრთნე­ლი”. წყა­რო

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობ­მა გა­და­ცე­მა“და­ვით გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნელ სიმ­სუ­ბუ­ქე­ში“სა­კუ­თარ თავ­ზე, ოჯახ­სა და კა­რი­ე­რა­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

შვი­ლე­ბი

“ახლა ჩემი ყვე­ლა გეგ­მა შვი­ლებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი… არ არის ეს სწო­რი, შენ შენი ცხოვ­რე­ბა უნდა გქონ­დეს, მაგ­რამ იმის­თვის, რომ მე შე­მეც­ვა­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მჭირ­დე­ბა დრო. ახლა რომ 31 წლის ვიყო, ორ შვილს გა­ვა­ჩენ­დი მი­ყო­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მეც… ჩემ შვი­ლებს აქ უნ­დათ ცხოვ­რე­ბა, უყ­ვართ აქა­უ­რო­ბა. ისე მე­ში­ნია ეს არ შე­იც­ვა­ლოს”.

სიყ­ვა­რუ­ლი

“ძა­ლი­ან დიდ გრძნო­ბას ძნე­ლია სა­ხე­ლი და­არ­ქვა და ამა­ზე ილა­პა­რა­კო. ეს იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია შენ­თვის, მაგ­რამ ვერ­ბა­ლი­ზა­ცი­ას გთხოვს, თან სა­ხე­ლი უნდა და­არ­ქვა. თუ სიყ­ვა­რუ­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი იყოს, მაგ­რამ და­არ­ქმევ თუ არა, უფა­სურ­დე­ბა, ქრე­ბა… მაგ­რამ ზოგ­ჯერ უნდა თქვა…”

ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­ზე

“ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლის გა­რე­შე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. ვიცი, უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზა­ზას­თან ერ­თად წა­ვი­და თე­ატ­რი­დან და აღა­რა­სო­დეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. გული გა­უ­ტყდათ და თქვეს, – არა­სო­დეს აღარ მო­ვალ­თო… შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი თა­ვის დრო­ზე ზა­ზამ მო­იყ­ვა­ნა…

ნინო კას­რა­ძე და ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი – სცე­ნა “მაკ­ბე­ტი­დან”

მე არა­სო­დეს წა­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, ამის ცოდ­ნა არ მაქვს, არც ძალა. შე­იძ­ლე­ბა ზაზა ამი­ტომ წა­ვი­და, რომ რა­ღა­ცის შეც­ვლა უნ­დო­და კარ­გის­კენ და იფიქ­რა, რომ მა­შინ იყო ამი­სი დრო. ზაზა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პარტნი­ო­რია. ვფიქ­რობ, რომ მის ტკი­ვი­ლებს ვგრძნობ. ალ­ბათ ექ­ვსი წე­ლია არ მი­ნა­ხავს, ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ თე­ატ­რში ზაზა აღარ არის, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს”.

რო­ბერტ სტუ­რუ­ა­ზე

“თე­ატ­რში მი­სულს ყვე­ლა­ზე დიდი ინ­სპი­რა­ცია რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მომ­ცა. დღეს აღარ, მაგ­რამ ის რჩე­ბა დიდ მეტ­რად. ინ­სპი­რა­ცია უკვე სხვა რა­ღაც არის, მე ვე­ღარ ვნა­ხუ­ლობ ვერც სპექ­ტაკლს, ვერც სა­მუ­შაო პრო­ცესს, რე­პე­ტი­ცი­ე­ბიც წლე­ბია არ მქო­ნია. მინ­და კა­რი­ე­რა­ში კი­დევ რა­ღა­ცის და­პყრო­ბა. რა შან­სი მაქვს რამე პრე­მი­ა­ზე ვი­ფიქ­რო, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი ქარ­თუ­ლად თა­მა­შობ. პრი­ზებ­ზე არ ვფიქ­რობ, მაგ­რამ რა­ღაც რო­ლე­ბი ახლა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩემ­თვის უკვე გვი­ა­ნია, მაგ­რამ ანა კა­რე­ნი­ნას ვი­თა­მა­შებ­დი. 34 წლის ვი­ყა­ვი რომ წა­ვი­კი­თხე, მე­ო­რე შვილ­ზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად… მე ისე­თი რო­ლე­ბი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან, თან ისეთ თე­ატ­რში, რომ ყვე­ლაფ­რით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ.

ცხოვ­რე­ბა უცხო­ეთ­ში

ნინო კას­რა­ძე პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ორი წელი, ოჯახ­თან ერ­თად, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ლი­ონ­ში ცხოვ­რობ­და. ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ იქ ყვე­ლა სამ­სა­ხურ­ზე ლა­პა­რა­კობს. ამ­ბობს, რომ ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბი­სას ყო­ველ კვი­რას გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ მე­სიჯს სკო­ლა­ში კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხე­ბო… “მე არა­სო­დეს მი­ცხოვ­რია სა­ზღვარ­გა­რეთ და ასე აღ­მოვ­ჩნდი ევ­რო­პა­ში, რო­გორც ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი, პან­დე­მი­ის დროს. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლი იყო და ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, მა­ღა­ზია, აფ­თი­ა­ქი, ექვს სა­ათ­ზე კა­რან­ტი­ნი. იქ ცხოვ­რე­ბის წეს­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლია ყვე­ლა, ჩვენ ჯერ – არა…”

სიკ­ვდილ­ზე…

“არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა იქ არა­ფე­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მკლავს, რომ მშობ­ლებს, ქმარს ვე­ღარ ვნა­ხავ. დე­დას ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, რომ თუ რამე მოხ­დე­ბა, შენ არ იქ­ნე­ბი ქალი, იქი­დან თუ არ მაგ­რძნო­ბი­ნო, რომ მე ნინო ვარ. ნუთუ ჩვენ ერ­თმა­ნე­თი იმი­ტომ ვი­პო­ვეთ, რომ დავ­კარ­გოთ სა­მუ­და­მოდ… მე მგო­ნია, რომ იქ უფრო დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა ერ­თად ვიქ­ნე­ბით”. იხი­ლეთ გა­და­ცე­მა

ასევე იხილეთ