“კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ – ბევრი თეა წულუკიანი ჩვენს ქვეყანას…”

მაია კუხიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ძალიან ბევრი თეა წულუკიანი საქართველოსო” და მართალია…

ვუსმინე “უცნობის კიდობანს” , წნევაც კი გამიხდა დასარეგულირებელი ხან სიხარულისგან, ხან აღტაცებისგან, ხან მოწონებისგან…
არ ვიცი რა …
არ ვიცი რა ვთქვა, კმაყოფილება როგორ გამოვხატო…
ასევე აღტაცებული ვიყავი კახი კახიშვილის მინისტრობის დროსაც…
რა სიამოვნებით მოვუსმენდით და უფრო ახლოს გავეცნობოდით ამ ადამიანებს…
გაგვიჩნდებოდა იმედი უკეთესობის და საკუთარი თავის რწმენა…
რატომ არ უნდა იწვევდეს” საზოგადოებრივი მაუწყებელი” ასეთ ადამიანებს…
ან “იმედი”…
ან სხვა ტელეკომპანიები…
წლებია სისულელეებს რომ ვუყურებთ და ვუსმენთ…
მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და გულშემატკივარი , ისევე როგორც “უცნობმა” გააკეთა ეს, მადლობას ვუხდი კულტურის კულტურულ და განათლებულ მინისტრს იმ იმედისათვის, რომელიც მისი მოსმენის შემდეგ ჩამესახა და ვუხდი ბოდიშს იმ დაუმსახურებელი შეურაცხყოფისთვის, რომელსაც აყენებენ ქვეყნის მტრები და დამაქცევრები…
. . .
კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ – ბევრი თეა წულუკიანი ჩვენს ქვეყანას…”
ასევე იხილეთ