“დედაშენს უთხარი, მისი შვილი იცოცხლებსო” – ლევან რატიანის ეს სიტყვებიც არაფერი ყოფილა?!”

მწერალი დიკა სალაყაია, რომლის ორსული და კორონავირუსს ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ბაკო სალაყაია ექვსი თვის ორსული იყო, როდესაც დაინფიცირდა.

მისი მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ დღეში დამძიმდა და საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ საკეისროს შემდეგ ქალი ისე გარდაიცვალა, შვილის ნახვაც ვერ მოასწრო.

“დავიღუპე როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე არ ვიცი…რატომ დავიღუპე არც ეს ვიცი…ერთ თვიანი ბრძოლა, ომი, უწყვეტი ლოცვა… დედაჩემის ვედრება და… “დედაშენს უთხარი მისი შვილი იცოცხლებსო” – ლევან რატიანის ეს სიტყვებიც არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე?!

მადლი და სიკეთე არ იკარგებაო და… ხვალ საღამოს სახლში, ხობში მეყოლება ჩემი ანგელოზი და ზეგ, ხუთშაბათს სახლიდან გავაცილებთ იქ. იქ სადაც არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის მერე კიდევ რამე. ვერავის გპასუხობთ… მად­ლო­ბა ყვე­ლას. მაგ­რამ არა­ფე­რი მეს­მის. არა­ფე­რი ჩემი ბაკო…. ჩემი ერ­თა­დერ­თი და­ი­კო, ჩა­მო­იქ­ცა ცა, უსას­რუ­ლოდ” – წერს დიკა სა­ლა­ყა­ია.
ასევე იხილეთ