“ასე მეგონა, მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი… მესამე დღეა უშენოდ ვარ”

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი, რომლის თქმითვე, ის 18 წლიდან მწეველია, უკვე მესამე დღეა სიგარეტის მოწევას თავი დაანება.

“18 წლიდან ერთად მოვდიოდით.
ჭირშიც, ლხინშიც შენზე ერთგული არავინ მყავდა.
დღისით, ღამით, ყველგან, ყოველთვის ერთად ვიყავით.
ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი.
ბოლოს ძალიან დაიფასე თავი და მეც უარგყავი.
მესამე დღეა უშენოდ ვარ.
კი გამიჭირდა, მაგრამ რა ვიცი, ვსუნთქავ, ვჭამ, ვსვამ, ვიცინი, მძინავს……………. გავუძლებ ალბათ……..
მესამე დღე უსიგარეტოდ”, – წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქზე.

 

ასევე იხილეთ