„ჩემი ნება რომ იყოს, მარტო კოსტიუმების შეძენის, ბოტოქსის ან სამედიცინო პროცედურების გამო, ყოფილ პრეზიდენტს ხმასაც არ გავცემდი. ღმერთმა მოახმაროს!“

გივი სიხარულიძე ჟურნალ „გზის“ შეკითხვებს პასუხობს მიხეილ სააკაშვილის მმართველობასთან და ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს წაყენებული.

გივი სიხარულიძე აღნიშნავს:

„ჩემი ნება რომ იყოს, მარტო კოსტიუმების შეძენის, ბოტოქსის ან სამედიცინო პროცედურების გამო. ყოფილ პრეზიდენტს ხმასაც არ გავცემდი. ღმერთმა მოახმაროს! რატომ? – მას დაშლილი ქვეყანა ჩაბარდა, რომელსაც ფეხზე დაყენება სჭირდებოდა და ის ამას ცდილობდა, მაგრამ მის მმართველობას ერთი სერიოზული ხარვეზი ჰქონდა: სააკაშვილმა შექმნა კანონები, რომელიც მერე თვითონვე დაარღვია, არადა, კანონი მაშინ არის კარგი, როცა მას ყველა იცავს. თუ შენს მიერ შექმნილ კანონებს დაარღვევ, რასაკვირველია, ხალხი ამას არ გაპატიებს…“

ასევე იხილეთ