რას წერს პატარა გოგონას დედა, რომელიც გუშინ პრემიერს ჩაეხუტა

გუშინ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი “მზი­უ­რის პარ­კის” გახსნისას, პრემიერთან პატარა გოგონა მივიდა  და ჩაეხუტა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში  ჩანს, პატარა გოგონა, რომელიც გახარიასთან მიდის და ეხუტება. ვიდეოს  ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი პრემიერს დადებით კომენტარებს უწერდა, ზოგიერთი კი ამ ფაქტმა გააღიზიანა და ხელისუფლების პიარად მონათლა პატარა გოგონას საქციელი.

ფაქტს მოგვიანებით ბავშვის დედა ფეისბუქზე გამოეხმაურა.

არანაირი პოლიტიკა, უბრალოდ, ადამიანობა და ყურადღება, როცა ადგნენ, ხელი არ გაუშვა, თან წაიყვანა, მე ახლოს ვერ მივედი, რომ გამომეყვანა და მანამ არ გაუშვა ხელი, სანამ არ მიპოვა და არ ჩამაბარ❤️”, – წერს გოგონას დედა.

 

 

ასევე იხილეთ