კოვიდით წართმეული სიცოცხლეები – რას წერენ ია ფარულავას

თუ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს უამრავ ოჯახში, ეს ტელეწამყვან ია ფარულავას ფეისბუქპოსტის კომენტარებში ჩანს. საქმე ის არის, რომ ია ფარულავამ ადამიანებს მათი ფოტოების კომენტარებში დადება სთხოვა, რომლებიც კოვიდმა იმსხვერპლა.,,მეგობრებო, გადაცემა ფარული კონვერტისთვის მინდა თქვენი ახლობლების და ნათესავების ფოტოები, ვინც კოვიდმა შეიწირა .ყველა ფოტო გავა გადაცემაში 27 დეკემბერს. დიდი მადლობა, თუ კომენტარებში დადებთ მათ ფოტოებს”.პოსტს 2 ათასზე მეტი კომენტარი ახლავს და თითოეულ სიტყვაში წარმოუდგენელი ტკივილი ჩანს.

,,ჩვენი ბაკო. საკეისროს შემდეგ კოვიდმა წაგვართვა”, ,,ჩემი დედამთილი, 50 წლის ხათუნა შუბითიძე, ექთანი”, ,,მურთაზ ლობჟანიძე, მთელი სვანეთის სასახელო კაცი!”, ,,დედა ორი შვილით და ორი შვილიშვილით”, ,,მამა ზუსტად სამ დღეში გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ჩემი ჭიამაია იყო”, ,,ჩემი გმირი მამიდა, ნადია შარვაშიძე (მედდა)”, ,,ჩემი უსაყვარლესი მშობლები, ერთ დღეს – 26 აგვისტოს. ექიმი-რეპროდუქტოლოგი ბარბარე (დოდო) გორგოშიძე და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ დავითაშვილი”, ,,ჩემი დაიკო, თაკო 34 წლის, უმაგრესი, უშიშარი, ჯანმრთელი, სამაგალითო დედა, მრბოლელი, ბარაქიანი. ვამაყობ მისით დიდ ტკივილთან ერთად”,,,ჩემი საუკეთესო დაქალი, მარიკა გაბოძე”, ,,ნინო გულიკაშვილი, 24 წლის, საოცარი გოგო წაგვართვა ამ ვერაგმა დაავადებამ”, ,,ირინა სალთხუციშვილი, 35 წლის”, ,,ჩემი ძმა, 42 წლის, გოგიტა ქანთარია”, ,,ირაკლი ქურცაძე, ჩემი დეიდაშვილი”, ,,გიორგი კაკოშვილი, 29 წლის (არ ეწეოდა! ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნე)”, ,,ჩემი ძმისშვილი”, ,,ჩემი საყვარელი დედიკო,  ნანული ავალიშვილი, შარშან, 6 დეკემბერს”… – წერენ კომენტარებში გარდაცვლილების ახლობლები თავიანთ ტკივილზე და მათთვის ძვირფასი ადამიანების ფოტოებს აქვეყნებენ.

ასევე იხილეთ