“კაცს რაღაც აკლია ოჯახში, თუნდაც ლოგინში და სხვასთან გარბის… კაცია და ეპატიება ღალატი, არ არსებობს…”

მსახიობი, მომღერალი ლაშა რამიშვილი ჟურნალ „თბილისელების“ დასმულ შეკითხვას პასუხობს ერთგულებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს:

„თამამად შემიძლია ვთქვა – მე ცხოვრებაში სხვა ქალთან არ ვყოფილვარ, ამის გაგონება გინდოდათ?! (იცინის). კაცია და ეპატიება? სინამდვილეში ასე არ არის. ალბათ, რაღაც აკლია კაცს ოჯახში, თუნდაც ლოგინში და სხვასთან გარბის. მაგრამ „კაცია და ეპატიება“, ასეთი რამ არ არსებობს. არ შეიძლება ასეთი რამის თქმა. მოიცა, მეუღლე მკარნახობს და გავიმეორებ – როდესაც ოჯახს სიყვარულით ქმნი, იქ ღალატი არ არსებობსო. ასე მითხრა და მეც ვეთანხმები (იცინის)“.

ასევე იხილეთ