“ირმა ჭანტურია ჩემი შვილის, ბაქარ გაჩეჩილაძის, გზას გაუყვა…”

თენგიზ გაჩეჩილაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ჩემი ერთადერთი დარჩენილი შვილის, ბაქარის, მარადისობის გზაზე დადგომიდან რვა თვისა და ათი დღის შემდეგ ამავე გზას გაუყვა მისი მეუღლე ირმა ჭანტურია.

უკურნებელმა სენმა გამოგვაცალა ხელიდან უკეთილშობილესი ადამიანი და თავისი საქმის აღიარებული სპეციალისტი ირმა ჭანტურია. სხვას ვერაფერს ვამბობ, თავზარდაცემულები ვართ!
ჩვენი ლოცვაც შეეწევა შენს სულს, ირმა, ზეციური საქართველოსკენ სავალ გზაზე.”

ასევე იხილეთ