“სანამ მოქალაქე არ ისწავლის საზოგადოებაში მოქცევას, კანონის მორჩილებას და წესრიგის დაცვას, მანამდე კოვიდის გაქრობა კი არა, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე ვერ იქნება საუბარი!”

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ რესტორნები და ბარები.
ძალიან ცოტა ადგილას მოწმდება მწვანე პასპორტები ნორმალურად (განსაკუთრებით ღამის და განსაკუთრებით შარდენის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში).
შედიან ნაცნობობით, სხვისი პასპორტებით, ზოგი, შეიძლება, ფულის ჩაკუჭვითაც!
სანამ მოქალაქე არ ისწავლის საზოგადოებაში მოქცევას, კანონის მორჩილებას და წესრიგის დაცვას, მანამდე კოვიდის გაქრობა კი არა, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე ვერ იქნება საუბარი!
ჯერ რა სირცხვილია შეპარვა და “ჩაწყობით” რესტორანში შესვლა 🥴
პ.ს. კიდევ რომ დაგვკეტონ, ვინც ჩუმად აპარებთ ხალხს, თქვენი ბრალი იქნება და შემდეგ პრეტენზიები მხოლოდ საკუთარ თავთან 🙌🏻“-წერს ფანგანი.
ასევე იხილეთ