ზვიად გამსახურდიას ვაჟი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის – „ეს არის რეალური საქმე და დაფასება“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ სოფელ ხიბულაში იმ სახლის რესტავრაციას ეხმიანება, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა.

როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ეს არის ერთ-ერთი დიდი საქმე მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ

„ეს არის რეალური საქმე და დაფასება, საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძიკრვლისა და მისი ხსოვნის. ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ“,- წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ