“რას ვნანობ? – მოსამართლის გარეშე საკუთარ თავზე შეფარდებულ უვადო პატიმრობას…”

ქართველმა ემიგრანტმა იტალიაში ქეთი ქეთიმ ფეისბუქში დაწერა:

“რას ვნანობ?
ე მ ი გ რ ა ნ ტ ო ბ ა ს…
დაკარგულ წლებს
ტკივილით სავსე დღეებს,
მონატრებაში გატარებულ
კვირებს, რომლებიც წლებად იქცა.
უჩემოდ გაზრდილ შვილს,
რას ვნანობ?? ახლო, საყვარელი ადამიანების გამოტოვებულ ქორწილებს, დაბადების დღეებს, არცერთი სასწავლო პროცესის, დაწყებისას შვილს გვერდით არ ყოფნას, რას ვნანობ? ახალგაზრდული წლების ოთხ კედელში გამოკეტილ ცხოვრებას!!! რას ვნანობ? მოსამართლის გარეშე, საკუთარ თავზე შეფარდებულ, უვადო პატიმრობას.. რას ვნანობ?? ყველა არასწორ ნათქვამ სიტყვას ბოროტი ბრბოს!! რაც ემიგრანტობამ გამოიწვია..
რას ვნანობ?? არასწორი ცხოვრების დაუწერელ კანონებს… როცა ხარ საზღვარ გარეთ, და მოიწესრიგებ თავს, და გახალისდები, ცოტა ხნით და ერთ ფოტოს გადაიღებ და გეუბნებიან, შენ რა გიჭირს რა კარგად ხარ. მაგრამ არავინ ფიქრობს, შენ რამდენ გაჭირვებას, ცრემლებს, დამცირებას მონატრებას უძლებ, მაინც ის ერთი ლამაზი ფოტო მოუდით თვალში…
ძალიან ეადვილებათ სხვისი განსჯა რადგან მათ არასდროს გაუვლიათ ის გზა რასაც ემიგრანტი გადის.. არ იციან რას ნიშნავს მონატრება, არ იციან რას ნიშნავს ყველაფერზე მოწყვეტა, ყველაფრისგან შორს ყოფნა, ვერც ვერასდროს გაიგებენ!!! და იცით რატომ? მათ ყველაფერი აქვთ რაც უნდათ, მაგრამ მაინც ემიგრანტის ერთი დღის, ერთი ლამაზი ფოტო უკვირთ და სალაპარაკო არ ელევათ, ოღონდ ცუდი სალანძღავი სიტყვებით.”

ასევე იხილეთ