”პარიზში ქართველებმა ვიზუალის გამო დამცინეს, არ იცოდნენ, რომ ქართველი ვიყავი… ალალია თქვენზე ერთი დეპორტი!”

საფრანგეთის ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში მეგი წერს, პარიზში ახალი წლის ღამეს ქართველებმა როგორ დასცინეს და 2022 წელს ცრემლებით შეახვედრეს.
,,2021 წლის 31 დეკემბერია, ახლი წლის დადგომამდე სულ რაღაც 15 წუთია დარჩენილი და მიუხედავად იმისა, პარიზში ფეიერვერკი გაუქმდა, მაინც უამრავი ადამიანია ეიფელის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი. ყველა ზეიმობს, ყველა მხიარულია, ყველას ღიმილი აქვს სახეზე… ერთი სული მაქვს, საათმა ჩამოკრას, რომ სურვილი ჩავიფიქრო და უცებ ჩემ წინ მესმის ქართული საუბარი:
-რას ჰგავს?! -ამბობს ერთი.
-ფუუ, ეს ვინ დავინახე, – პასუხობს მეორე.
-რობიზონ კრუზო რომ იყოს, როგორ მოიქცეოდა…
აღარ გავაგრძელებ მათ მდაბიო ბლა-ბლას. დამცინოდნენ და ღლიცინებდნენ ჩემს ვიზუალზე!
რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი სიტყვები ვთქვი მათი მისამართით. როცა მიხვდნენ, რომ ქართული მესმოდა, სიტუაციის გამოსწორება სცადეს. ჩემი ბუშტები დასკდა და მეგობრებიც მომიახლოვდნენ, ქართული საუბარი რომ გაიგონეს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ქართველი ყოფილაო. ხუთივეს დედა ჩავახუტე მამაჩემს დიდი სიყვარულით..
ჩემო საყვარლებო, თუ გინდათ, დედა არ გაგინონ, მაშინ მოიქეცით ისე, როგორც ოჯახში აღზრდილს შეეფერება! სად გაიზარდეთ?! ვინ დაგყარათ?! ვინ გაგზარდათ, რომ აღარ აღგზარდათ?..
ამ ხუთეულში იყო მცირეწლივანი გოგონა,რომელსაც აგონებდნენ, რობიზონ კრუზოც როგორ არ გამეკარებოდა.
თქვე ტყიურებო, თქვე ზნედაცემულო ადამიანებო, რომელი იყავით ჩემზე უკეთესი! რომელი იყავით ისეთი ლამაზი, რომ ვინმეს ზემოდან უყუროთ!
ასეთი ქართველები პარიზში კი არა, მთვარეზეც რომ დასვა, იქაც ხიხო გაუზრდელები იქნებით! ალალია თქვენზე ერთი დეპორტი! ლგბტ ტიპებზე გაიძახით, ქართველობას გვართმევენო, ქართველობას ლგბტ კი არა, ასეთი ნაგავი საზოგადოება გვართმევს… ცრემლებით შევხვდი ახალ წელს, მაგრამ ღმერთს ვუყვარვარ და მჯერა, საუკეთესო წელი მექნება, ხოლო თქვენ, ვინც ასე მატკინეთ გული, ადრე თუ გვიან გაზღვევინებთ ცხოვრება იმ მწარე სიტყვებს!”, – წერს მეგი.
ასევე იხილეთ