ანი ღონღაძე და ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ბიჭის მშობლები გახდნენ

მომღერალი ანი ღონღაძე და ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე დიდხნიანი ქორწინების შემდეგ, ბიჭის მშობლები გახდნენ.

ამ სასიხარულო ინფორმაციას “ინსტაგრამზე” თავად მომღერალი უზიარებს მეგობრებს.

ცნობილია, რომ შვილს ნიკოლა დაარქვეს.

მომღერლისა და ტელეწამყვანის, ანი ღონღაძისა და ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძის სიყვარულის ამბავს ბევრი ადევნებდა თვალს.

მათ ცხოვრებაში 2016 წელს დიდი ტრაგდია მოხდა, როდესაც გიორგი საშინელ ავარიაში მოყვა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის მძიმე პროცესი წყვილმა ერთად გაირა.

 

 

ასევე იხილეთ